ქირავდება უნიკალური კომერციული ფართი თბილისის ისტორიულ ცენტრში — კონსერვატორიის, სამხატვრო აკადემიისა და უზენაესი სასამართლოს მიმდებარედ.
ფართი მდებარეობს სრულად რესტავრირებულ ისტორიულ შენობაში, სადაც შენარჩუნებულია XIX საუკუნის არქიტექტურული ხიბლი და ავთენტური დეტალები. ობიექტი წარმოდგენილია მწვანე კარკასის მდგომარეობაში, რაც საშუალებას იძლევა სივრცე მოეწყოს ნებისმიერი კონცეფციის შესაბამისად.
რემონტის პროცესში გამოყენებულია პრემიუმ ხარისხის მასალები: ხის პარკეტი, გერმანული კარ-ფანჯარა, აღდგენილი ორიგინალი მასიური ხის კარები, ხმის იზოლაცია და მაღალი კლასის მოსაპირკეთებელი მასალები.
ფართის მონაცემები:
• ძირითადი სივრცე — 100 მ²
• სარდაფი — 20 მ²
• 2 დამოუკიდებელი შესასვლელი — ქუჩისა და ეზოს მხრიდან
იდეალურია:
• კაფე, ღვინის ბარი ან რესტორანი
• შოურუმი
• გალერეა
• დიზაინ/არქიტექტურული სტუდია
• ბუტიკური კომერციული სივრცე
• პრემიუმ სერვის ცენტრი
გამორჩეული ლოკაცია, ისტორიული გარემო და შენობის უნიკალური არქიტექტურა ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს და მაღალ კომერციულ პოტენციალს ნებისმიერი წარმატებული ბიზნესისთვის.