ქირავდება პრემიუმ კლასის საოფისე ფართი ვაკეში, დომუსის ბიზნეს ცენტრში
ქირავდება 279.5 კვ.მ სრულად მოწყობილი საოფისე ფართი, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ ლოკაციაზე, ლ. კავსაძის ქ. 3, Domus Business Center-ში. ოფისი განთავსებულია პირველ სართულზე, აქვს დამოუკიდებელი ცენტრალური შესასვლელი პირდაპირ კავსაძის ქუჩიდან და მოწყობილია ორ დონეზე:
I სართული - 154.3 კვ.მ
II დონე / ანტრესოლი - 125.2 კვ.მ
საერთო ფართი - 279.5 კვ.მ
ორი დონე ერთმანეთთან დაკავშირებულია შიდა კიბით.
ოფისი გამოირჩევა ფუნქციური და კომფორტული დაგეგმარებით და მოიცავს:
ღია სამუშაო სივრცეებს
ინდივიდუალურ სამუშაო კაბინეტებს
შეხვედრების / საკონფერენციო ოთახს
მისაღებ და მოსასვენებელ სივრცეს
იზოლირებულ სამზარეულოს
ორ სველ წერტილეს და დამხმარე სივრცეს
ფართი ნაწილობრივ აღჭურვილია საოფისე ავეჯითა და საჭირო ტექნიკით.
იჯარის ფასში შედის 2 მიწისქვეშა პარკინგის ადგილი.
იჯარის ღირებულება თვეში: 35 $ / 1 კვ.მ (+ დღგ)
საერთო ფართი: 279.5 კვ.მ
ფართი განსაკუთრებით შესაფერისია კომპანიის სათავო ოფისისთვის, წარმომადგენლობისთვის, საკონსულტაციო, ფინანსური ან სხვა პროფესიული საქმიანობისთვის, სადაც მნიშვნელოვანია პრესტიჟული მდებარეობა, კომფორტული სამუშაო გარემო და დამოუკიდებელი შესასვლელი.
დამატებითი ინფორმაციისა და ფართის დათვალიერებისთვის დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებაში.