ქირავდება ნათელი და კომფორტული 5 ოთახიანი ბინა თამარაშვილის 11 ნომერში, ვაკის პარკიდან 5 წუთის სავალზე. სუფთა და ნათელი, ავეჯით, მაგრამ ძველი რემონტით.
ბინა მდებარეობს ძალიან კარგ ლოკაციაზე. 3-მეტრიანი ჭერი. ბინა აქვს:
2 ან 3 საძინებელი, დიდი სამზარეულო.
დიდი მისაღები ოთახი გალერეასთან გაერთიანებული.
დიდი კაბინეტი თავისი კარით, რომელიც შეიძლება იხმაროთ მესამე საძინებლად.
2 სველი წერტილი: 1 ტუალეტი და 1 შხაპი ცალ-ცალკეა.
1 გრძელი აივანი ლამაზი ხედებით ვაკის პარკზე და კუს ტბაზე.
ბინა ორმხრივია — ერთი მხრიდან გადაჰყურებს თამარაშვილის და გიორგი წერეთელის ქუჩებს, ხოლო მეორე მხრიდან წყნეთის ქუჩას და იპოდრომის ქედს. მე7-ე სართული 11 სართულიან სახლში. 2 პატარა ძველი მაგრამ მომუშავე ლიფტით. სადარბაზოს კარი იღება მაგნიტური გასაღებით.
მიუხედავას ორმაგი მეტალოპლასტმასის საკმაოდ ახალი კარ-ფანჯრისა, წინა მხარეს, მანქანების ხმა საძინებლებში ისმის. გამონაბოლქვი კიდევ კარგი 7-ე სართულამდე არ აღწევს. სახლი არის თავისი სეისმო-მედეგობით განსაკუთრებით გამორჩეული.
კომუნალური მომსახურების (გაზი, ელექტროენერგია, ინტერნეტი) ღირებულება ქირის საფასურში არ შედის. მათი ღირებულება თვეში 100-დან 300 ლარამდე მერყეობს.
2 თვის წინასწარი გადახდით
შინაური ცხოველები დაუშვებელია, ბოდიში.