4-ოთახიანი ჩეხური პროექტის ბინა, ხედით პარკზე, საუკეთესო ლოკაცია
მაკლერებმა არ დააკოპიროთ!!!
ქირავდება ნათელი, გამჭოლი და მზიანი 4-ოთახიანი ჩეხური პროექტის ბინა დიდ დიღომში, III მიკრორაიონში, 21-ე კორპუსში.
ბინა მდებარეობს ერთ-ერთ საუკეთესო და მშვიდ ლოკაციაზე. ფანჯრებიდან იშლება ხედები ბაღსა და ახალმოწყობილ პარკზე.
კორპუსი ახლოსაა სტადიონთან, სკოლასთან, საბავშვო ბაღთან, მაღაზიებთან და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან (მრგვალი ორი ნაბიჯის გაჩერება).
ბინის მახასიათებლები:
* 3 იზოლირებული საძინებელი;
* იზოლირებული სამზარეულო;
* დიდი, 36 კვ.მ მისაღები;
* ცალკე აბაზანა და ცალკე საპირფარეშო;
* ძველი, სუფთა და მოვლილი რემონტი;
* ნათელი, გამჭოლი და მზიანი ბინა.
* კორპუსში ახლახან გარემონტდა სადარბაზო და ლიფტი.
* ცენტრალური გათბობა.
ბინა ქირავდება მინიმუმ 1 წლის ვადით. იდეალურია ოჯახისთვის, რომელიც ეძებს კომფორტულ, მშვიდ და მოსახერხებელ საცხოვრებელ გარემოს.