ქირავდება სახლი რაჭაში, ამბროლაურიდან 10 კილომეტრში, სოფელ სხვავაში. სახლი არის ძველებური, დასავლური ხის ოდა სახლი, სუფთა და მოწესრიგებული. სველი წერტილი ეზოშია. სახლს აქვს 2 საძინებელი, 4 საწოლით. ღია აივანი ულამაზესი ხედებით და სუფთა, მოვლილი, დიდი და კომფორტული ეზო. აქვს ასევე სამზარეულო. ქირავდება მინიმუმ 10 დღით. დღე-ღამე 130 ლარი.
თუ ქალაქურ კომფორტს ეძებთ, ეს სახლი თქვენთვის არ არის, მაგრამ თუ გიყვართ ტრადიციული, ძველებური გარემო, ხის ძველებური სახლები და გნებავთ ბუნებაში, განმარტოებით დასვენება კარგ ჰაერზე და ლამაზ ხედებში, მაშინ ეს სახლი თქვენთვისაა, რომელიც კომფორტულიცაა და მყუდროც. იქ არ დაგხვდებათ არავინ. სახლი არის დაკეტილი. სამეზობლო არ ჩანს და არაფერი ისმის. ფაქტიურად განმარტოებით დგას სახლი. აქვს უზარმაზარი ეზო და ყველანაირი პირობაა ჯანსაღი და კომფორტული დასვენებისთვის.
მშობლებისგან აშენებული სახლია, სადაც ოჯახი დავდივართ ყველა სეზონზე. ვუვლით და ვუფრთხილდებით ძალიან. წელს მალე მოგვიწია დატოვება და სურვილის შემთხვევაში, გავაქირავებ მოწესრიგებულ ადამიანებზე, რომლებიც ასევე გაუფრთხილდებიან და თან ისიამოვნებენ მყუდრო გარემოთი.
სხვა დეტალებზე პირადში 555 17 19 26.
სურვილის შემთხვევაში, დეტალურად გაჩვენებთ გარემოს.