ქირავდება 136 მ² ფართობის, 3-ოთახიანი, სრულად მოწყობილი ბინა ლისზე, ნეკერჩხლის ქუჩა №6-ში — საცხოვრებელ კომპლექს „ლისი გრინ თაუერში“.
ბინა მდებარეობს 10-სართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე. შედგება ნათელი და კომფორტული მისაღები ოთახისგან, ორი იზოლირებული საძინებლისა და ორი სველი წერტილისგან.
ბინა სრულად აღჭურვილია ავეჯით, საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით. დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა და კონდიციონერები. ბინიდან იშლება სასიამოვნო ხედი.
ქირის ღირებულება: 1 800 აშშ დოლარი თვეში.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ან ბინის სანახავად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე WhatsApp-ის საშუალებით.