ქირავდება 3-ოთახიანი პრემიუმ კლასის ბინა პარკ ორთაჭალის კომპლექსში
სართული: მე-16
2 საძინებელი
ფართი: 71 მ²
ბინა გავარემონტეთ პირადი მოხმარებისთვის, ხარისხიანი ავეჯითა და ტექნიკით.
ახლა საზღვარგარეთ მივემგზავრებით და გადავწყვიტეთ გაქირავება.
ბინაში ყველაფერი ახალია — არავის უცხოვრია, რემონტი 2 თვის წინ დასრულდა.
ბინა არის მყუდრო, ნათელი, მშვიდი და გარშემო მთებით გარემოცული - სუნთქავთ მთის სუფთა ჰაერს.
ბინის აღწერა:
-კუთხის ბინა, მზიანი
-ორი აივანი მთებისა და ქალაქის ხედით
-წყნარი გარემო - ტრანსპორტის ხმაურისგან მოშორებული
-ღია გეგმარების მისაღები, სასადილო და თანამედროვე სამზარეულო პრემიუმ ტექნიკით (გაზქურა, ღუმელი, მაცივარი, გამწოვი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა), ცენტრალური გათბობის სისტემა
-მაღალი ჭერი (3.1მ), დიდი პანორამული ფანჯრები, საძინებლებში პარკეტი
-სრულად აღჭურვილი ავეჯითა და ტექნიკით, საჭირო ნივთებით
მდებარეობა:
-5–10 წუთი მანქანით თავისუფლების მოედნამდე
-2 წუთი ფეხით საზოგადოებრივ ტრანსპორტამდე
კომპლექსი:
-დაცული, შემოღობილი ტერიტორია 24/7 უსაფრთხოებითა და ვიდეო მეთვალყურეობით
-კონსიერჟი და რეცეფცია ლობიში
-შიდა ავტოსადგომი
-აუზი
-1,400 მ² კერძო ეზო საბავშვო, გასართობი და დასასვენებელი ზონებით
-თანამედროვე ლიფტები, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ყველა სართულზე
-სეისმომედეგი მონოლითური კარკასული ტექნოლოგიით მშენებლობა
იდეალურია პროფესიონალებისთვის, წყვილებისთვის ან ოჯახებისთვის, ვისაც სურს ქალაქის ცენტრთან იყოს ძალიან ახლოს და ამავდროულად ცხოვრებდეს მშვიდ, თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა სახლში.