ქირავდება ახალგარემონტებული, სრულად კეთილმოწყობილი ბინა ნახალოვკაში, იდეალურ ადგილას.
📍 მდებარეობა:
• კიკვიძის პარკიდან — 3 წუთის სავალზე ფეხით
• დადიანის ქუჩიდან — 1 წუთის სავალზე
• გოცირიძის მეტროდან — 5 წუთის სავალზე
კორპუსთან ახლოს არის ყველა ძირითადი ქსელური მაღაზია, აფთიაქები და ავტობუსის გაჩერება.
🏠 ბინის შესახებ:
ბინა არის ახალი გარემონტებული, სრულად მოწყობილი ავეჯითა და ტექნიკით და მზად არის საცხოვრებლად.
ბინა გამჭოლია და ძალიან ნათელი — დღის განმავლობაში სახლში მუდმივად შემოდის ბუნებრივი სინათლე და მზე. კორპუსი აშენებულია სქელი კედლებით, რის გამოც ბინა ზამთარში ძალიან თბილია.
ბინაში დაგხვდებათ ყველა საჭირო ხარისხიანი ტექნიკა:
• მაცივარი
• სარეცხი მანქანა
• ჭურჭლის სარეცხი მანქანა
• გაზქურა
• ღუმელი
• კონდიციონერი
🔑 გაქირავების პირობები:
ბინა ქირავდება გრძელვადიანად, 2 თვის წინასწარი გადახდით.
ბინა განკუთვნილია დამქირავებლებისთვის შინაური ცხოველების გარეშე.