ᲡᲐᲡᲬᲠᲐᲤᲝᲓ!
ქირავდება ძალიან კომფორტული, პრემიუმ კლასის ბინა, კორპუსის მე-5 სართულზე, ლამაზი ხედებით, ე.წ. „პლაშადკის“ ცენტრში, რესტორან „რეროსთან“. ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან ავტომობილით 5 წუთის სავალზე.
ბინა არის ახალი გარემონტებული, პრემიუმ კლასის რემონტით და აქვს 2 საძინებელი.
• ორი სრულად ავეჯით მოწყობილი საძინებელი.
• ერთი იზოლირებული ოთახი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით.
• საგარდერობე ოთახი სარეცხი მანქანითა და საუთოო სივრცით (უკავშირდება ძირითად საძინებელს).
• დიდი სტუდიოს ტიპის მისაღები და სამზარეულო, რბილი ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით (მაცივარი, გაზქურა, მიკროტალღური ღუმელი, გამწოვი, ჭურჭელი და სამზარეულოს ინვენტარი), თანამედროვე LED განათებითა და ჭაღით.
• იზოლირებული სასადილო სივრცე მაგიდითა და სკამებით.
• დიდი ზომის აბაზანა, სრულად მოპირკეთებული კერამოგრანიტით, დუშ-კაბინითა და ჩაშენებული უნიტაზით.
• დიდი ზომის საზაფხულო სივრცე (აივანი).
• თავისუფალი საპარკინგე სივრცე.
• კორპუსის ქვემოთ განთავსებულია სამი დიდი სუპერმარკეტი — „ოაზისი“, „მაგნიტი“ და „ორი ნაბიჯი“, ასევე PSP-ისა და „ავერსის“ აფთიაქები.