🌿 ქირავდება კეთილმოწყობილი 3-ოთახიანი ბინა დიღმის ტყე-პარკთან!
(სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია გაქირავდეს 2-ოთახიანად, ფასის შემცირებით)
ეძებთ სიმშვიდეს, კომფორტს და მოწესრიგებულ გარემოს? ეს ბინა იდეალური არჩევანია!
✨ სრული კომფორტი: ბინა არის სუფთა და გარემონტებული, იდეალური სველი წერტილით. სრულად აღჭურვილია საცხოვრებლად საჭირო ყველა წვრილმანი თუ მსხვილი ტექნიკითა და ავეჯით.
🌳 მშვიდი და მწვანე გარემო: მდებარეობს ქალაქის ეკოლოგიურად სუფთა უბანში. კორპუსის წინ დაგხვდებათ პატარა, გამწვანებული ეზო.
🚗 მოძრაობა საცობების გარეშე: იდეალური ლოკაცია გადასაადგილებლად — სახლთან მოსვლა მარტივად შეგიძლიათ ბელიაშვილის ქუჩიდან ან აღმაშენებლის ხეივნიდან, რაც სრულად აგარიდებთ თავიდან ლუბლიანას საცობებს.
🚌 მარტივი ტრანსპორტირება: ავტობუსის გაჩერება სახლიდან სულ რაღაც 100 მეტრშია.
დამიკავშირდით დეტალებისთვის!