ქ. თბილისში აკაკი წერეთლის გამზირი N103-ში ქირავდება ახალგარემონტებული უცხოვრებელი ბინა (აპარტამენტი). ორ ოთახიანი დიდი ლოჯიით სადაც მოწყობილია დამოუკიდებელი მეორე საძინებელი. ბინა გარემონტებულია იტალიური, ფრანგული და ესპანური მასალით. სამზარეულოში ჩაშენებულია ყველა საჭირო ტექნიკა: გაზქურა, გამწოვი, მაცივარი, ელექტრო ღუმელი, მიკროტალღური ღუმელი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა. ასევე სამზარეულო აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით ( სრულიად ახალი ქვაბი, ტაფა, თეფშები, ჭიქები, დანა-ჩანქალი, და ყველანაირი ჭურჭლით).მისაღებ ოთახში რბილი ავეჯი დივანი და ორი სავარძელი, მაგიდა, სკამები; საძინებელში კარადა, საწოლი, თავისი აღჭურვილობით (მატრასი, თეთრეული, ბალიშები), ლოჯში საწოლი (სრული აღჭურვილობით და ჩაშენებულიკარადა, ფოიეში საკიდი და ჩაშნებული კარადა; აბაზანაში, დამონტაჟებულია სარეცხი მანქანა და ყველა საჭირო ავეჯი. ბინა არის ულამაზესი არ საჭიროებს არანაირ დამატებით რესურს.