ქირავდება 70 მ² ფართის, სრულად კეთილმოწყობილი 3-ოთახიანი ბინა დიდ დიღომში, ასმათის ქუჩაზე.
ბინა მდებარეობს მე-5 სართულზე 10 სართულიან კორპუსში და გამოირჩევა ნათელი, მყუდრო და ფუნქციურად გადანაწილებული სივრცით. ბინაში დაგხვდებათ 2 საძინებელი, კეთილმოწყობილი მისაღები და სამზარეულო, ასევე აივანი.
ბინა სრულად არის აღჭურვილი კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ავეჯითა და ტექნიკით: კონდიციონერი, ცენტრალური გათბობა, მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, Wi-Fi, საწოლი, დივანი და სრულად აღჭურვილი სამზარეულო.
დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.