ქირავდება გარემონტებული და კეთილმოწყობილი სტუდიოს ტიპის ბინა საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას IV კვარტალში.
ბინა მდებარეობს მშვიდ და გამწვანებულ ადგილას, ნუცუბიძის ქუჩასა და ვაჟა-ფშაველას გამზირს შორის. ახლოსაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან და მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ (ფეხით 7 წუთის სავალზე).
სრულად არის მოწყობილი ავეჯით და აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით – მაცივრით, გაზქურით, ღუმელით, სარეცხის მანქანითა და გამათბობლით. ავეჯი და ტექნიკა სრულად რჩება დამქირავებლისთვის.
ბინას აქვს აივანი, არის მზიანი და ნათელი.
არ ვთანამშრომლობ სააგენტოებთან.