მესაკუთრისგან გრძელვადიანად ქირავდება 2 ოთახიანი, მყუდრო და კეთილმოწყობილი ბინა შესანიშნავ ადგილზე, საბურთალოზე, გოთუას 17 ნომერში. ეზო და მასში მდებარე სამანქანო სადგომები დაცულია შლაგბაუმით, რომელიც დისტანციურად იხსნება და იკეტება.
აივნიდან იხსნება არაჩვეულებრივი ხედი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. უშუალოდ სახლის წინ, ქუჩაზე მდებარეობს ავტობუსის გაჩერება, საიდანაც ავტობუსს ფილარმონიამდე სულ 10-15 წუთი სჭირდება. ბინასთან ახლოს მდებარეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსტიტეტი, ქალაქის მერია, თევზის მაღაზია, მარკეტი, ავტომობილების სამრეცხაო, საკვები ობიექტები, მათ შორის საშაურმეები და ასე შემდეგ. ბინა ქირავდება მინიმუმ 1 წლით, გრძელვადიანი გაგრძელების შესაძლებლობით.
ველით თქვენს ზარს, რომ დაგათვალიერებინოთ ბინა ადგილზე.
პ. ს. გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
რადგან მდგმური ბინას 03.09.2026 მაბარებს, ბინის დათვალიერება მხოლოდ ჩაბარებისა და ჩვენს მიერ შემოწმების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ანუ 03.09.2026 - დან.