ვარ მეპატრონე. ქირავდება ახალგარემონტებული, კომფორტული და ყველაფრით უზრუნველყოფილი ბინა სპორტის სასახლესა და KING DAVID-ის კომპლექსის გვერდზე, მ. ალექსიძის ქუჩაზე. ბინას აქვს 1 საძინებელი, 1 სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი და 1 სველი წერტილი. უზრუნველყოფილია სარეცხი მანქანით, ტელევიზორით, მიკროტალღური ღუმელით, მაცივრითა და კონდიციონერით. ბინაში არის ყველა აუცილებელი ავეჯი. დიდი აივნიდან არის ლამაზი ხედი მთაწმინდაზე. კორპუსი არის დაცული სადარბაზოთი და მოწყობილი დასასვენებელი პარკით გვერდზე. ბინა ქირავდება ხანგრძლივ პერიოდში, წინასწარ პირველი და ბოლოს თვის საფასურის გადახდით.