2026 წლის 1 სექტემბრიდან ქირავდება 2-ოთახიანი არასტანდარტული სტუდიოს ტიპის ბინა ტუფის კორპუსში. ბინა მდებარეობს ცოკოლის (0/დაბალი პირველი) სართულზე 5-სართულიან კორპუსში ძველი სამხედრო დასახლების (ე.წ."გოროდოკის") ტერიტორიაზე ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე. ბინა გარემონტებულია, სუფთა მდგომარეობაში, არის ყველა საბაზისო ინვენტარი, ავეჯი; საშხაპე-კაბინა, საპირფარეშო ცალ-ცაკლეა. ახლოს არის მეტროსადგურ "300 არაგველებთან", უმაღლეს სასწავლებლებთან, სკოლებთან, ავტობუსის გაჩერებებთან, მაღაზიებთან, აფთიაქებთან, სკვერებთან, სხვ. ადვილად მისადგომი ადგილია. ბინა ზაფხულში გრილია, ზამთარში თბილი. ფანჯრები გადის მხოლოდ ეზოს მხარეს. ფანჯრები მეტალო-პლასტმასის, გარეთა მხრიდან დაყენებულია დამცავი ბადეები. ცენტრალური გათბობით, სადარბაზო იღება გასაღებით. ფასი შეთანხმებით. პირველი და ბოლო თვის წინასწარი გადახდით. შუამავლების გარეშე. კომუნიკაცია ქართულ, რუსულ ენებზე.