* ქირავდება სააგენტოს გარეშე, უშუალოდ მეპატრონისგან, მხოლოდ ვაჟბატონ(ებ)ისთვის, დედაქალაქში ხანგრძლივი საცხოვრებელი ვადით და დაბალი ქირის ფასად, კარგ ადგილას, მეტრო "ახმეტელის თეატრის" მიმდებარედ, ხიზანიშვილის ქუჩის #98 გვერდით, ცხრასართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე, კეთილმოწყობილი და კომფორტული, 4-ოთახიანი სუპერ ბინის ნახევარი, სასტუმროსავით მორთულ-მოკაზმული, ნომერი "ლუქსი", ორი ოთახი (წყნარი საძინებელი და მყუდრო მისაღები), პანორამული აივნით და ულტრა თანამედროვე სამზარეულოთი.
* აღნიშნული აპარტამენტი (ფასის მიხედვით) გათვალისწინებულია, მოწესრიგებული და დასაქმებული, მხოლოდ 1 ვაჟბატონისათვის (დასაშვებია ორ ბიჭზეც, თითოეული დამქირავებელისთვის ზღაპრულ ფასად - კაცზე ოთხასორმოცდაათი ლარი თვეში), ხოლო ყველა სახის კომუნალური გადასახადები, გაზის ჩათვლით - მთლიანად უფასოა.
* აქვე ცნობისათვის: სასტუმროს ტიპის ბინაში შემოგაქვს მარტო შენი ტანსაცმელი და გამოსაცვლელი თეთრეული, რადგან აპარტამენტი აბსოლუტურად ყველაფრით უზრუნველყოფილია.
* აქ, მაცხოვრებელი შინაურულად და დაცულად იგრძნობს თავს, რადგან სრული ბინა გახლავთ ოთხ-ოთახიანი, რომლის მეორე ნახევარში, რომელიც გამიჯნულია გამყოფი კედლით ვცხოვრობ მე, როგორც ამ ბინა-სასტუმროს მესაკუთრე, თქვენი უსაფრთხოების გარანტორი, ხელშემწყობი და დამხმარე (შენს) საჭიროებებში. * სასტუმროს ტიპის კომპაქტურ ბინაში გექნება ცხოვრების ნორმალური პირობები, მშვიდი და წყნარი გარემო, ამავდროულად გაგეწევა უფასო მომსახურების VIP-სერვისი, კონკრეტულად: თქვენი ტანსაცმლის პერიოდულად გარეცხვა - უთქვენოდ.
* ცნობისათვის: კომფორტაბელური სააბაზანო და სამზარეულო ოთახი იქნება – საერთო გამოყენებისთვის.
* ეს ბინა იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს სიმყუდროვეს და ბინის სილამაზეს. გარშემო მარადმწვანე წიწვოვანი ხეებით, ორი დასასვენებელი პარკით, კორპუსის გვერდი-გვერდ 24-საათიანი მარკეტებით და აფთიაქებით.
* ქირის საფასური: სასტუმროს მსგავსი ნომერი "ლუქსი", ცალკე (განმარტოებით), დასაქმებული ერთი ვაჟბატონისთვის, სულ =699 ₾ თვეში, ხოლო კომუნალური და გაზი (დენი, ცხელი წყალი, გათბობა, ჰაერის გამაგრილებელი) ანუ ბინის ყველა სახის დამატებითი გადასახადები, ინტერნეტის და ფასიანი TV ჩათვლით, ზამთარ-ზაფხულს, სრულად შედის ქირის თანხაში.
* ინფორმაციისთვის: ფოტოები მიდევს, ის რაც ამ ლამაზი ბინის, იმ ნახევრის მხარეს ასახავს, რომელსაც მობინადრე თავისთვის გამოიყენებს - მე სადაც ვიმყოფები მათი ანუ ორი ოთახის სურათები აქ არ მიდევს.
* დაასწარი ქირავნობა სხვას.