ქირავდება 56 მ² ფართის, სრულად კეთილმოწყობილი 2-ოთახიანი ბინა დიღმის მასივში, ევგენი მიქელაძის ქუჩაზე — მადაგასკარის ცნობილ კორპუსში.
ბინა მდებარეობს მე-9 სართულზე და გამოირჩევა ნათელი, მყუდრო და ფუნქციურად გადანაწილებული სივრცით. ბინაში დაგხვდებათ ცალკე საძინებელი, სტუდიოს ტიპის მისაღები და სამზარეულო, ასევე აივანი.
ბინა სრულად არის აღჭურვილი კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ავეჯითა და ტექნიკით: კონდიციონერი, მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, Wi-Fi, საწოლი, დივანი, გარდერობი და სრულად აღჭურვილი სამზარეულო.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ბინის სანახავად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.