ქირავდება ახალგარემონტებული ნათელი, მყუდრო და სრულად აღჭურვილი 48 კვ.მ 2-ოთახიანი ბინა დიღმის მასივში, მაიაკოვსკის პარკის პირდაპირ.
ბინა მდებარეობს მწვანე, მშვიდ გარემოში, მეტრო „დიდუბიდან“ 10 წუთის სავალზე და ლუბლიანას ქუჩის სამედიცინო ცენტრებთან ძალიან ახლოს.
ბინაში არის იზოლირებული საძინებელი, მისაღები/სამზარეულო და აბაზანა.
საცხოვრებლად უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველაფრით: გათბობა, ორი კონდიციონერი, ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, მიკროტალღური ღუმელი, ახალი მატრასი, მაკიაჟის მაგიდა, ჭურჭელი და საყოფაცხოვრებო ინვენტარი.
ქირავდება ხანგრძლივი ვადით, პირველი და ბოლო თვის წინასწარი გადახდით.