სააგენტოებმა არ დარეკოთ არანაირი შემოთავაზებით !!! დიდი დიღმის ცენტრალურ ქუჩაზე, პრესტიჟულ ადგილას, ახალ აშენებულ კორპუსში, ქირავდება კეთილმოწყობილი ბინა, ხარისხიანი რემონტითა და ავეჯით. კორპუსს აქვს საკუთარი ეზოს პარკინგი, რომელიც ფუნქციონირებს შლაგბაუმით. სადარბაზო არის უსაფრთხო, სუფთა და მოწესრიგებული. ბინა არის ნათელი, მყუდრო და ამავდროულად გრილი. დიდი აივნით, ხედით ქუჩაზე. ქუჩა არის წყნარი და მშვიდი. კორპუსის პირველ სართულზე და გარშემო არის სურსათის მაღაზიები, აფთიაქები, სტომატოლოგიური და მრავალფუნქციური კლინიკები, სავაჭრო ცენტრები, კვების ობიექტები, ფიტნეს დარბაზები, საცურაო აუზები, მოსასვენებელი სივრცეები, სკვერები, სკოლები, ბაღები, ასევე კორპუსთანაა ავტობუსის გაჩერებაც. გზაზე მოძრაობს ყველანაირი ტრანსპორტი.