ქირავდება 5 ოქტომბრიდან. სახლი მდებარეობს ბათუმის ცენტრში, უკან ძველი ბათუმი, წინ ზღვისპირა ბულვარი და ზღვა. ბინა არის სტუდიოს ტიპის, 39 კვ.მ მაღალი ჭერი 3,3მ. ფანჯრები გამოდის ეზოში, ეზო მშვიდი და მოწესრიგებული, დაცულია შლაგბაუმით, ბინა აღჭურვილია : მაღალი სიჩქარის Wi-Fi, კაბელური ტელევიზია, გაზის უსაფრთხო გამათბობელი-Longvie, კონდიციონერი(ზამთარი-ზაფხული), ელექტროქურა, გამწოვი, მიკროტალღური ღუმელი, სარეცხი მანქანა, მშრალი ყინვის მაცივარი, გაზის წყლის გამათბობელი, რომელიც შენობის გარეთაა დამონტაჟებული, აგრეთვე სამზარეულოს ჭურჭელი, უთო, საუთოო მაგიდა, გასაშლელი სარეცხის საშრობი. საწოლების ზომა 200/90სმ ხარისხიანი მატრასებით. ხარისხიანი საწოლის თეთრეული, პირსახოცები, საბნები და ბალიშები.
ბინა ქირავდება ერთ ან ორ ადამიანზე, ცხოველების გარეშე. სახლში სიგარეტის მოწევა იკრძალება. ქირის საფასურში შედის ინტერნეტის და კაბელური ტელევიზიის გადასახადი.
თუ ბინის დალაგება დაგჭირდათ, ისარგებლებთ ჩემი დამლაგებლით, რომელიც კარგად იცნობს ბინას.
გაქირავების სააგენტოებთან არ ვთანამშრომლობ