იყიდება მიწის ნაკვეთი საოცარი ხედებით და ბუნებით, ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე გარემოში, თბილისიდან 30 წუთის 32კმ და საგურამოდან 10 წუთის 7კმ სავალზე, სოფელ ახატანში, ზღვის დონიდან 820 მეტრზე. სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანის სტატუსი და აქვს საკმაოდ კარგი შეღავათები: განახევრებული ელექტრო ენერგიის ფასი, უფასო გაზი 7 თვის განმავლობაში და აგრეთვე საპენსიო დანამატი. ნაკვეთის შემოგარენში აშენებულია 6 სახლი და აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე დასახლებების განაშენიანება.ნაკვეთთან გადის დენის, გაზის და წყლის ცენტრალური ხაზები. ნაკვეთი ზემოდან გადაჰყურებს საგურამოს, იქვეა ასწლოვანი ნაძვის ტყე. საგურამოდან ახატნამდე მიდის ახალდაგებული მოასვალტებული გზა, მოასვალტებული გზიდან ნაკვეთამდე დაახლოებით 500 მეტრი მოხრეშილია.განიხილება მხოლოდ ერთიანად გაყიდვა სრული ფასი 150000$, კვ.მ 50$, ვარ მესაკუთრე. ნაკვეთის ლოკაცია რუქაზე: https://maps.app.goo.gl/pSUdyGgT2tihDxE69