იყიდება მიწის ნაკვეთი ქალაქ მცხეთის ისტორიულ ნაწილში, ქალაქის გულში, დედათა მონასტრიდან 350 მეტრში. ნაკვეთი შიომღვიმი მონასტრისკენ მიმავალ ცენტრალურ გზასთან ახლოს, მაგრამ ტყით დაფარულ, საკმაოდ წყნარ და ზაფხულისთვის გრილ ადგილას მდებარეობს ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე.
ნაკვეთზე დამტკიცებულია პროექტი. პროექტის მიხედვით შენობა მოიცავს სარდაფს, ორ საცხოვრებელ სართულს და ასევე საცხოვრებელ მანსარდს . შენობაში განთავსებულია შვიდი საძინებელი, რაც არ გამორიცხავს კომერციული მიმართულებით შენობის ექსპლუატაციას. ყველანაირი კომუნიკაციაა მიყვანილი ღობესთან პროექტის დამტკიცებას თითქმის ორი წელი დასჭირდა და გაიარა ყველა ინსტანცია მუნიციპალიტეტიდან დაწყებული და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოში განხილვებით დამთავრებული.
მიწის ნაკვეთი ორი საკადასტრო კოდისგან შედგება და მთლიანობაში შეადგენს 639 მ2.
ნაკვეთის ფასი მშენებლობის ნებართვის გათვალისწინებით 350 000 აშშ დოლარია
ფასის და გადახდის პირობების განხილვა შესაძლებელია.
ტელეფონი 591512008