იყიდება მიწის ნაკვეთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო გურგენიანში, ნაკვეთი მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალის შესასვლელში, გზად ნინოს ხევის ჩანჩქერისაკენ. ნაკვეთი იდეალურია სასტუმროს კომპლექსის, კოტეჯების, "გლამპინგის" და სხვა ტურისტული მიზნებისათვის. ნაკვეთიდან 100 მეტრში ჩამოედინება მდინარე ნინოსხევი, ასევე ნაკვეთშიც ჩამოედინება ამავე მდინარის მცირე ნაკადულების სახით. ყველანაირი კომუნიკაცია მისულია ცენტრალურ საავტომობილო გზამდე რომელიც ნაკვეთიდან მდებარეობს 200 მეტრში.