იყიდება საკუთარი სახლი მუხიანის აგარაკებზე — უმაღლესი ხარისხითა და გარანტიით!
სახლი არ არის გასაყიდად აშენებული — რადგან ჩემთვის ვაშენებდი, ყველაფერი გაკეთებულია საუკეთესო და უმაღლესი ხარისხის მასალით:
გამოყენებულია GeoSteel-ის არმატურა და 400-მარკიანი ბეტონი (B30);
კოლონებსა და რიგელებში ჩალაგებულია 8 ღერი არმატურა ორმაგი ხამუტებით;
საძირკველიც კი სრულად დათბუნებულია;
მშენებლობის პროცესი დეტალურად არის დაფიქსირებული — მაქვს სრული ფოტომასალა, რომელსაც რეალურ მყიდველს წარვუდგენ.
სახლის დეტალური აღწერილობა:
სახლი აშენებულია 300 კვადრატულ მეტრ მიწაზე, სახლის საერთო ფართი შეადგენს 220 კვ.მ-ს, ხოლო ჭერის სიმაღლე არის 3.20 მეტრი. პროექტით დაგეგმარებულია 5 საძინებელი (მათგან ერთი ცალკე გარდერობის ოთახით) და 3 სველი წერტილი.
სახლი აშენებულია YTONG-ის ენერგოეფექტური აირბლოკით, გადახურულია კორეული უმაღლესი ხარისხის მასალით და ჩასმულია ენერგოეფექტური ალუმინის კარ-ფანჯარა. არის ყველა საჭირო კომუნიკაცია.
სახლი მდებარეობს მუხიანის აგარაკებზე, ძალიან მოსახერხებელ ადგილას — ქუჩაზე მეტრო „ახმეტელიდან“ პირდაპირ დადის 2 თუ 3 მუნიციპალური ტრანსპორტი.
ჩაბარების პირობები:
ამ ეტაპზე სახლი არის შავი კარკასის მდგომარეობაში, იწყება ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები, თუმცა მითითებულ ფასში ჩაბარდება თეთრი კარკასის კონდიციით:
გარედან სახლი სრულად დასრულდება და იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც ფოტოებზეა;
შიგნიდან სრულად იქნება დაქსელილი წყალგაყვანილობა, ელექტროობა და გათბობის სისტემა.
დამატებითი დეტალებისთვის და ადგილზე სანახავად დამიკავშირდით: 557 33 23 33