იყიდება 7 ოთახიანი საკუთარი სახლი 3 სველი წერტილით სოფ. პატარძეულში. სახლის საერთო ფართობი 220 მ². 2022-23 წელს სახლს ჩაუტარდა შემდეგი სამუშაოები: გამოიცვალა მთელი სახლის სახურავის კონსტრუქცია, დამონტაჟდა ახალი ფინური მეტალოკრამიტი დიფუზიური მემბრანით. მთელი სახლის სივრცე გარემონტდა, დაყენდა ცენტრალური გათბობა 45 Kw საკონდენსაციო ქვაბი 11 რადიატორით და 1 საშრობით, გაკეთდა ახალი სააბაზანო და ჩაშენებული იტონგის სამზარეულო, დაიგო მაღალი ხარისხის ლამინატი, ჩაისვა გერმანიიდან ჩამოტანილი უმაღლესი ხარისხის ფანჯრები 3 მაგი მინით, ელექტროგაყვანილობა მთლიანად ახალია, აგრეთვე სანტექნიკაც და გაზის მილებიც. სახლს აქვს გარემონტებული 45 მ² სარდაფი/სახელოსნო.
ეზოს ფართობი 2400 მ².
ეზოში დგას დამატებით შენობები. სატრაპეზო ბუხრით, საკუჭნაო და დამატებით 70კვმ სივრცე/შენობა, რომელიც გადასახურია და გამოდგება როგორც საცხოვრებლად აგრეთვე სახელოსნოდაც. ასევე გვიდგას 5 ტონიანი სასმელი წყლის რეზერვუარი და +2 ტონიანი ეზოს სარწყავად .
სახლს წინ ახლავს გადახურული ტერასა 30 მ² .
ბაღში დგას მსხმოიარე ხეხილი (თეთრი და წითელი ბალი, ქლიავი, კომში, მსხალი, ჭერამი, გარგარი, ხურმა, ლეღვი, ჭანჭური, ალუბალი და მრავალწლოვანი კაკლის ხეები).
სახლთან მოდის ასფალტირებული გზა გარე განათებით. სოფელში გამოყვანილია ახალი წყალმომარაგების სისტემა 24/7.
სახლი დგას მჭიდრო დასახლებიდან მოშორებით და აქვს ლამაზი ბუნების ხედები.
(სახლში არ არის დასრულებული კოსმეტიკური სამუშაოები )