ახალი, უცხოვრებელი სახლი საგურამოსთან — 800 მ² ეზო და ღია ხედები ეროვნულ პარკზე
ფასი: 260,000 $
იყიდება 216 მ² სრულად დასრულებული, უცხოვრებელი სახლი 800 მ² მიწის ნაკვეთზე, ზაქაროში.
საგურამოს ცენტრიდან მხოლოდ 7.4 კმ (დაახლოებით 10 წუთი), თბილისიდან კი ≈ 25 წუთის სავალია. სახლი მდებარეობს დასახლების მთავარ გზაზე და ჩიხში არ არის.
გარემო
ზაქარო — მშვიდი, ბუნებრივი დასახლება თბილისის ეროვნული პარკის მიმდებარედ. აქ ნაკლები დატვირთვაა, სუფთა ჰაერი და ფართო, ღია სივრცეები. სახლიდან იშლება ლამაზი, დაუფარავი ხედები ეროვნულ პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე — წინ განაშენიანება არ არის, ამიტომ ხედის შენარჩუნების პერსპექტივა კარგია.
სახლი
2-სართულიანი, თანამედროვე სახლი მოიცავს:
4 საძინებელს
2 აბაზანას
მისაღებ ოთახს
სამზარეულოს
საკუჭნაოს
2 აივანს + ტერასა-აივანს
ყველა ოთახიდან იშლება ფართო, ღია ხედები. ინტერიერი სრულად დასრულებულია თანამედროვე სტილში.
ეზო
800 მ² სრულად შემოღობილი ეზო რკინის ჭიშკრით. მოწყობილია მცირე გამწვანება და ბაღის ზონა ახალი ნარგავებით. შიგნით 2-3 ავტომობილის პარკინგი, ჭიშკრის გარეთ კი დამატებით 6 მანქანისთვის ადგილია.
კომფორტი და ტექნიკური მახასიათებლები
სახლი კარგად არის დათბუნებული და ენერგოეფექტური:
აშენებულია პემზისა და იტონგის ბლოკით
კედლები დამატებით დათბუნებულია 5 სმ EPS-ით
დათბუნებულია ჭერიც
გაკეთებულია გათბობის სისტემა რადიატორებით, კარ-ფანჯარა მეტალოპლასტმასისაა.
ელექტროობა მოწესრიგებულია ძაბვის დაცვითა და გაჟონვის საწინააღმდეგო სისტემით, ყველა ძირითად წერტილზე ცალკე ავტომატებია.
მუდმივი დენი, სასმელი წყალი (ფილტრებით), გაზი და სეპტიკური კანალიზაცია.
მისასვლელი
ტრასიდან სახლამდე ≈ 100 მეტრი გრუნტის გზაა (დაგება დაგეგმილია).
იურიდიული მდგომარეობა
სახლსა და მიწას ყველა საბუთი წესრიგში აქვს. ყადაღა, იპოთეკა ან სხვა სამართლებრივი პრობლემა არ აქვს.
ფასი: 260,000 $
მეპატრონე: 595 01 80 09