იყიდება მყუდრო და კომფორტული აგარაკი სოფელ საშაბურში.
ეზო 1600 კვადრატული მეტრი ფართობის სრულად შემოსაზღვრული, მწვანე სივრცე, სადაც გაშენებულია ხეხილიანი ბაღი (ნაძვის, კაკლის, თხილის, ვაშლის, ტყემლის, ქლიავის და ა.შ. ხეები). არის დიდი, 14-მეტრიანი ბასეინი, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში განტვირთვის საუკეთესო ადგილია.
რაც შეეხება საცხოვრებელს, მთავარი სახლი 180 კვადრატული მეტრია – ნათელი, კომფორტული და საცხოვრებლად სრულად გამზადებული. ცენტრალური გათბობით, 2 სველი წერტილით. სახლის ქვემოთ, მიწისქვეშა სივრცეში მდებარეობს მარანი.
აგარაკს აქვს ყველაფერი დამოუკიდებელი, იზოლირებული და კომფორტული ცხოვრებისთვის: სრულად მოგვარებული კომუნალური უზრუნველყოფა, საკუთარი ჭა, ავტოფარეხი.