იყიდება ორსართულიანი, მანსარდული ტიპის კოტეჯი სარდაფით, შავი კარკასის მდგომარეობაში. საერთო ფართი (სარდაფის ჩათვლით) - 150.4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 81,8 საზაფხულო ფართი 11,1 კიბის უჯრედი/ჰოლი 21,4 დამხმარე ფართი 36. აქვს რეგისტრირებული წყალი და კანალიზაცია ეზოს წინ (შესაყვანია ტერიტორიაზე), ენერგოპროს რეგისტრირებული, გამრიცხველიანებული აბონენტი. გაზის მილი გადის მიმდებარე ტერიტორიაზე (შესაყვანია). პირველი სართულზე ტამბური (შესასვლელი საგარდერობე სივრცით), აბაზანა-ტუალეტი, სტუდიოს ტიპის საერთო ფართი სასადილო და სამზარეულო ზონით, ბუხარი. მეორე სართულზე 3 საძინებელი, ცალ-ცალკე აბაზანა-ტუალეტით, აივნით.