იყიდება 3 ოთახიანი (91 კვ.მ) ბინა საბურთალოზე, სპორტის სასახლის გვერდით, მერაბ ალექსიძის ქუჩაზე.
არის უბანში საუკეთესო ლოკაცია - კოსტავას ქუჩის მხარე. აქვს კარგი ხედი. მიმდებარე ტერიტორია არის ბოლომდე განვითარებული - ირგვლივ აღარ არსებობს სამშენებლო მიწა, შესაბამისად ვეღარ აუშენდება ახალი კორპუსი ვერცერთი მხრიდან.
კორპუსზე არის მიდგმული სკვერი. აქვს ძალიან დიდი, იზოლირებული, შლაგბაუმიანი ეზო/პარკინგი - ფეხბურთის მოედნით და მეორე სკვერით.
ბინაში გაკეთებულია ჩაშენებული სამზარეულო/სათავსო კუნძულით, რომელშიც ჩამონტაჟებულია - სარეცხი მანქანა, მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, გაზქურა, ელექტრო ღუმელი და მიკროტალღური ღუმელი. ასევე გაკეთებულია ორი ჩაშენებული კარადა/გარდერობი - ერთი შესასვლელში და მეორე საძინებელში.
1-2 წუთის ფეხით სავალ მანძილზეა - მეტრო ტექნიკური უნივერსიტეტი, აგროჰაბი, ნიკორა, ორი-ნაბიჯი, რამდენიმე ხილ-ბოსტნეულის და ასევე ხორცპროდუქტების მაღაზიები, ავერსი, პსპ, ფარმადეპო, მაკდონალდსი, ვენდისი, საბვეი, სუფთა-სახლი, მაგნიტი, ასორტი, სპარი, სილამაზის სალონი, პირადი ჰიგიენის და სახლის ქიმიის მაღაზიები.