იყიდება 78 მ² ბინა მუხიანში, დუმბაძის გამზირზე
ვყიდი ბინას, რომელიც ამ ეტაპზე სარემონტოა, თუმცა აქვს ძალიან კარგი სივრცე და გეგმარება მათთვის, ვისაც საკუთარი გემოვნებით გაკეთებული სახლი უნდა.
ბინაში არის 2 საძინებელი, ცალკე სამზარეულო, ლოჯი და ძალიან დიდი — 16 მ² აივანი, რაც ჩემი აზრით, ამ ბინის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნაწილია. ❤️
გეგმარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მესამე საძინებლის ან სამუშაო ოთახის გაკეთებაც, ამიტომ 78 მ² რეალურად საკმაოდ მოქნილ სივრცეს გაძლევთ.
არ ვცდილობ ბინის რემონტის „შეფუთვას“ — ბინა სარემონტოა, და სწორედ ამიტომ შეგიძლიათ ყველაფერი თავიდან გააკეთოთ ისე, როგორც თავად მოგწონთ.
თუ ეძებთ მუხიანში ბინას, სადაც გინდათ თქვენი გემოვნებით მოაწყოთ ყველაფერი და თან დიდი აივანი თქვენთვის მნიშვნელოვანია, მობრძანდით და თავად ნახეთ — მგონია, ადგილზე უფრო კარგად შეაფასებთ სივრცეს.