უნიკალური ორსართულიანი თაუნჰაუსი საკუთარი ეზოთი დიდ დიღომში
ყურადღება: საერთო ფართი 63 კვ.მ მოიცავს: 38 კვ.მ შიდა ორსართულიან საცხოვრებელ სივრცეს + 20 კვ.მ კერძო იზოლირებულ ეზოს + 5 კვ.მ აივანს.
აღწერა:
იყიდება ახალგარემონტებული, უნიკალური დიზაინის მქონე ორსართულიანი თაუნჰაუსი სვანიშვილის ქუჩაზე. ეს ქონება იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს კერძო სახლის პრივატულობას.
პირველ სართულზე განთავსებულია სტუდიოს ტიპის მისაღები, ხით მოპირკეთებული კედლით და თანამედროვე სამზარეულოთი. სივრცე მოიცავს ინტეგრირებულ LED განათებიან ბარს და კიბის ქვეშ ჭკვიანურად დამალულ სარეცხი მანქანის ზონას. მეორე სართულზე განთავსებულია საძინებელი დიდი ჩაშენებული კარადით და კონდიციონერით. საძინებლიდან გადიხართ 5 კვ.მ აივანზე, საიდანაც იშლება უბნის პანორამული ხედი.
სახლს აქვს სრულიად დამოუკიდებელი შესასვლელი და 20 კვ.მ კეთილმოწყობილი, ქვით მოპირკეთებული საკუთარი ეზო, რომელიც იდეალურია დასვენებისთვის ან შინაური ცხოველებისთვის. არანაირი საერთო სადარბაზო და მეზობელი ზედა სართულზე!
ფასი: $84,500 (რეალურ მყიდველთან ფასზე მოლაპარაკება შესაძლებელია).