იყიდება 3-სართულიანი სასტუმრო გუდაურში, პანორამული მთების ხედით.
სასტუმროს შენობის ფართობია 455 მ². მიწის საერთო ფართობი - 824 მ², მათ შორის 454 მ² მომიჯნავე თავისუფალი ნაკვეთი, რომელიც ასევე შედის მითითებულ ფასში.
სასტუმრო მოიცავს:
3 სართულს;
12 ინდივიდუალურ ნომერს - 1, 2, 3 და 4+ სტუმარზე გათვლილი განთავსებით;
კაფე-რესტორნის სივრცეს;
სრულად აღჭურვილ პროფესიონალურ სამზარეულოს;
სათხილამურო ინვენტარის შესანახ სპეციალურ დეპოს;
ცენტრალური გათბობის გამართულ სისტემას;
ელექტროენერგიას, წყალსა და გაზს.
ობიექტიდან იშლება მთების პანორამული ხედები.
454 მ² მომიჯნავე თავისუფალი ტერიტორია იძლევა დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობას - შესაძლებელია ღია ან დახურული აუზის, ტერასის, საზაფხულო კაფე-ბარის, კოტეჯების ან სხვა კომერციული სივრცის განვითარება.
სასტუმრო მდებარეობს გუდაურის ტურისტულად აქტიურ ზონაში და შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც მოქმედი სასტუმრო ბიზნესისთვის, ასევე შემდგომი განვითარების საინვესტიციო პროექტისთვის.
სასტუმროს შენობა და მთლიანი 824 მ² ტერიტორია შედის გასაყიდ ფასში.