ქირავდება 40 მ2 ბინა. ეს არის ძველი აშენებული ბინა, არაჩვეულებრივი ხედით ფანჯრიდან, ახალი რემონტით და ტექნიკით (სარეცხის მანქანა, მაცივარი, გაზის გამათბობელი, გაზქურა და ელექტრო ღუმელი). ბინა მოიცავს ერთ მთავარ ოთახს (მისაღებს), იზოლირებულ საძინებელ ოთახს, ერთ სველ წერტილს და ლოჯს, რომელიც სამზარეულოდ არის გამოყენებული. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე. ხელშეკრულების გაფორმებისას მოიჯარე იხდის პირველი თვის მიმდინარე ქირას და საგარანტიო დეპოზიტს საიჯარო ვადის ბოლო თვის ქირის ოდენობით, რომელიც ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას დაფარავს ბოლო თვის საცხოვრებელ ქირას.