ქირავდება გარემონტებული, ნათელი და სრულად აღჭურვილი ბინა ვაშლიჯვარში, სუპერმარკეტ „მადაგონთან“ ახლოს. ბინა არის კეთილმოწყობილი ავეჯითა და ტექნიკით, მათ შორის ჭურჭლის სარეცხი მანქანით, მიკროტალღური ღუმელით და სხვა აუცილებელი ინვენტარით თქვენი კომფორტისთვის.
მდებარეობა ძალიან ხელსაყრელია: ახლოსაა სკოლა, საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ავტობუსის გაჩერება (ორივე ქუჩის მხრიდან – მაჭავარიანი და თოფურიძე) და ყოველდღიური საჭიროების სხვა ობიექტები. კორპუსის შესასვლელი იღება ჩიპით და დამონტაჟებულია კამერები, რაც დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. აივანსა და ფანჯრებზე დამონტაჟებულია დამცავი (უსაფრთხოების) ბადეები.
კორპუსს აქვს ეზო, რომელშიც დაგხვდებათ სტადიონი, ტრენაჟორები და საბავშვო სივრცე. ბინა გადაჰყურებს გამწვანებულ ტერიტორიას, დაცულია ხმაურისგან და გამოირჩევა სიმშვიდით.
ვაშლიჯვრის შემაღლებული მდებარეობის გამო ზაფხულში აქ ქალაქის ცენტრთან შედარებით საგრძნობლად გრილა. თბოიზოლაციის გამო კი ბინა ზაფხულში გრილია, ზამთარში – თბილი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნალურ ხარჯებს. სამეზობლო მშვიდი და მეგობრულია.
P.S. სააგენტოებთან არ ვთანამშრომლობთ და ნუ წაიღებთ განცხადებას შეუთანხმებლად.