სასწრაფოდ!!! იყიდება 96 კვ.მ 3 ოთახიანი ბინა დიდ დიღომში, IV მკ/რ, არჩილ მეფის ქუჩაზე, 13 სართულიანი კორპუსის მე-12 სართულზე. 2 საძინებელი (18 და 15 კვ.მ), 1 მისაღები + სამზარეულო. ბინას აქვს 2 სველი წერტილი (აბაზანა + ტუალეტი და მხოლოდ ტუალეტი), 3 აივანი (16 კვ.მ), 2 ავტომობილის ადგილი მიწისქვეშა პარკინგზე (43 კვ.მ), რომელიც შეგიძლიათ გააქირავოთ დამატებითი შემოსავლის მიზნით. ბინაში რჩება ჩაშენებული ავეჯი (სამზარეულოში, პატარა საძინებელში და შემოსასვლელში), სამზარეულოს ტექნიკა და სარეცხის მანქანა. სამზარეულოში დაყენებულია სასმელი წყლის ფილტრაციის სიტემა 4 ლიტრიანი ავზით. შემოსასვლელ რკინის კარზე დაყენებულია ვიდეო ზარი მოძრაობის სენსორით და ორმხრივი აუდიო-ვიდეო კავშირით. ოთახებში ჩაშენებულია კამერებისთვის კაბელები. შემოსასვლელ და სველი წერტილების კარების გაღებაზე დაყენებულია ავტომატური შუქის ანთების სისტემა. ასევე ოთახებში შესაძლებელია განათებების ანთება და ჩაქრობა დისტანციურად, აპლიკაციის საშუალებით. კორპუსის გარშემო არის ყველანაირი ტიპის მაღაზია, აფთიაქი, საბავშვო ბაღი, 2 სკვერი. მოძრაობს სხვადასხვა მარშრუტზე მიკრო ავტობუსი და ავტობუსი.