იყიდება 150 კვ.მ კეთილმოწყობილი ბინა კრწანისის ქუჩაზე — საკუთარი მიწისქვეშა პარკინგით.
ბინაში არის:
• 3 საძინებელი, რომელთაგან 2-ს აქვს ინდივიდუალური სველი წერტილი;
• 1 საერთო სველი წერტილი;
• დამოუკიდებელი საგარდერობე სივრცე;
• სამუშაო კაბინეტი;
• 2 აივანი;
• კეთილმოწყობილი ვერანდა;
• საკუთარი მიწისქვეშა პარკინგი.
ვერანდაზე დამონტაჟებულია გაზქურა, რაც სივრცეს განსაკუთრებით კომფორტულს ხდის ოჯახური შეკრებებისა და სტუმრების მისაღებად.
ბინაში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალები. სამზარეულოში ჩაშენებულია იტალიური ბრენდის — Bompani-ს ტექნიკა. ბინაში რჩება მაღალი ხარისხის საძინებლის ავეჯი, მატრასები და კარადები.
ბინა გამოირჩევა კომფორტული დაგეგმარებით, ხარისხიანი ინტერიერითა და ფართო, ფუნქციური სივრცეებით.