იყიდება ფართო და კომფორტული 5-ოთახიანი ბინა ნიკეას ქუჩაზე, ცენტრალური გზის პირას. ბინას აქვს 17 კვ.მ ფართობის აივანი და ფუნქციური განლაგება: იზოლირებული სამზარეულო, ლოჯი, ნათელი მისაღები ოთახი, შემოსასვლელი, სველი წერტილი და 3 საძინებელი (თავდაპირველად 4-საძინებლიანი, სადაც მეოთხე საძინებელი გაერთიანებულია მისაღებ ოთახთან). მთელ ბინაში დაგებულია მაღალი ხარისხის მაკაგონის ხის იატაკი, ხოლო კარ-ფანჯრები დამზადებულია წაბლის ხისგან. სადარბაზო სუფთა და მოწესრიგებულია, აღჭურვილია რკინის შესასვლელი კარით. ბინას დამატებით აქვს სარდაფი, გარე სათავსო სადარბაზოში და სათავსო სხვენში. ბინა იყიდება ნაწილობრივი ავეჯით. დაინტერესების შემთხვევაში ბინის ფოტოებს და ვიდეოს გამოგიგზავნით პირადში.