ქირავდება ნათელი, მყუდრო და თანამედროვე ბინა ახალაშენებულ კორპუსში, 51 კვ.მ ვაკე-საბურთალოს ერთ-ერთ მოთხოვნად უბანში კურაციოს, სპორტული კომპლექსი არენას, უნივერსიტეტი ალტეს და ევროპული სკოლის გვერდით. ტრანსპორტი პირდაპირ მიდის მაღლივ კორპუსთან და ასევე ილიას უნივერსიტეტთან. ახალი, ხარისხიანი რემონტი, სტუდიოს ტიპის მისაღები, საძინებელი გამოყოფილია დიდი ჩაშენებული კარადებით, დიდი, სრულად აღჭურვილი სამზარეულო, ცენტრალური გათბობა, კონდიციონერი, 8 კვ.მ აივანი, ლამაზი ხედით უნივერსიტეტის ქუჩაზე. კორპუსის უპირატესობები: დაცული სადარბაზო (ჩიპით შესვლა), ლიფტი, პარკინგი.