For English Scroll Down.
სექტემბრიდან ქირავდება თანამედროვე, სრულად კეთილმოწყობილი ბინა დიღმის მასივში
ქირავდება ახალი, თანამედროვე დიზაინის, სრულად კეთილმოწყობილი ბინა დიღმის მასივში, ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე – მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ, ახალაშენებულ, მოწესრიგებულ კორპუსში.
ბინა არის ახალი გარემონტებული, ნათელი და კომფორტული. ფუნქციურად დაგეგმილი სივრცე მოიცავს:
* 2 საძინებელს, მათ შორის ერთ მასტერ-ბედრუმს;
* ფართო და ნათელ მისაღებ ოთახს;
* ცალკე გამოყოფილ, სრულად აღჭურვილ სამზარეულოს;
* 2 სველ წერტილს.
ბინა სრულად აღჭურვილია კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით:
* ტელევიზორი;
* სარეცხი მანქანა;
* ჭურჭლის სარეცხი მანქანა;
* კონდიციონერი;
* ცენტრალური გათბობა.
ბინა თავისუფალია სექტემბრიდან და იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს თანამედროვე, მშვიდ და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს ერთ-ერთ მოთხოვნად ლოკაციაზე.