ქირავდება 190 კვ.მ. საოფისე ფართი თბილისის ცენტრში, ცინცაძის ქუჩაზე, Axis Palace-ში.
ოფისის მთავარი უპირატესობა მისი ფუნქციური და პრაქტიკული დაგეგმარებაა, რომელიც იდეალურად ერგება როგორც გუნდურ მუშაობას, ისე მენეჯმენტისა და შეხვედრების ორგანიზებას.
ოფისი არის გამჭოლი, ძალიან ნათელი და აქვს ხედები როგორც შიდა ეზოს, ასევე ცინცაძის ქუჩის მიმართულებით. ტექნიკური უნივერსიტეტის მეტრო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები რამდენიმე წუთის სავალ მანძილზეა.
ოფისის განლაგება:
1 საკონფერენციო ოთახი;
1 დიდი ღია სამუშაო სივრცე (Open Space);
2 დიდი, იზოლირებული კაბინეტი;
1 იზოლირებული სამზარეულო;
3 სველი წერტილი;
3 აივანი.
ოფისი აღჭურვილია:
ინდივიდუალური კონდიციონერით ყველა ოთახში;
ცენტრალური გათბობით;
ნათელი და კომფორტული სამუშაო სივრცეებით.
კორპუსს 24/7 ემსახურება დაცვა, კონსიერჟი და რესეფშენი, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და მოწესრიგებულ გარემოს.