იყიდება ბინა გ. ბრწყინვალის ქუჩაზე, ძველ აშენებულ კორპუსში. ბინა არის კუთხის, ძალიან ნათელი და მზიანი. ყველა ოთახს აქვს ფანჯარა, ხოლო მისაღებ ოთახს – აივანი და დამატებით მეორე მხარესაც ფანჯარა. მდებარეობიდან გამომდინარე, ბინის არც ერთი მხრიდან ახალი კორპუსის აშენება პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც ნიშნავს, რომ ხედები და სინათლე მომავალშიც შენარჩუნდება. ბინა საჭიროებს რემონტს – არის ძველი რემონტი, თუმცა ამჟამინდელ მდგომარეობაშიც შესაძლებელია ცხოვრება. განლაგება მოიცავს: 1 საძინებელს; იზოლირებულ სამზარეულოს; ფართო მისაღებ ოთახს; 1 სველ წერტილს. სურვილის შემთხვევაში, ბინის დაგეგმარება საშუალებას იძლევა, მარტივად გადაკეთდეს ორ საძინებლიან ბინად. იურიდიული მდგომარეობა: ✔ ვარ ბინის მესაკუთრე; ✔ ბინა არ არის იპოთეკით ან სხვა რაიმე სახის შეზღუდვით დატვირთული; ✔ დოკუმენტაცია მოწესრიგებულია. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დამიკავშირდეთ.