მყუდრო სტუდიოს ტიპის ბინა თბილისის გულში
ლამაზად მოწყობილი 50 მ² სტუდიოს ტიპის ბინა, იდეალური ახალგაზრდა წყვილისთვის ან ინდივიდუალური მოგზაურისთვის. ბინა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, თბილისის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ფეხით სავალ მანძილზე.
დიდი და ნათელი ფანჯრები მთელი დღის განმავლობაში ავსებს ბინას ბუნებრივი მზის შუქით, რაც ქმნის თბილ და კომფორტულ გარემოს. ბინა სრულად არის აღჭურვილი ყველაფრით, რაც კომფორტული ცხოვრებისთვის არის საჭირო: სარეცხი მანქანა, მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი და ყველა აუცილებელი ნივთი.
მდებარეობა ძალიან მოსახერხებელია — ახლოს არის მაღაზიები, აფთიაქები, კაფეები და ყოველდღიური საჭიროების ობიექტები. ფეხით მარტივად მისადგომია მშრალი ხიდი და დედაენის პარკი..................... 2 თვის წინასწარი გადახდით