იყიდება ნათელი, მზიანი და გამჭოლი, ახალგარემონტებული 3-ოთახიანი ჩეხური პროექტის ბინა დიდ დიღომში, IV მიკრორაიონში.
ბინა არის იდეალურ მდგომარეობაში, სუფთა კოსმეტიკური რემონტით და მზადაა დაუყოვნებლივ საცხოვრებლად. ლოჯი გადაკეთებულია სრულფასოვან ოთახად, რის შედეგადაც ბინას აქვს 3 დამოუკიდებელი საძინებელი. ყველა ოთახს აქვს პირველადი განათება (ფანჯარა ან აივანი), რაც ბინას განსაკუთრებულად ნათელსა და კომფორტულს ხდის.
✔ იზოლირებული, დიდი და ნათელი სამზარეულო
✔ ფართო სააბაზანო
✔ ცენტრალური გათბობა
✔ ინტერნეტი და ტელევიზია
✔ გამართული კომუნიკაციები
✔ მე-9 სართული, ლიფტით
✔ სახურავი სრულად რეაბილიტირებულია
კორპუსს აქვს დიდი გამწვანებული ეზო, საბავშვო მოედანი, სტადიონი და პარკირების პრობლემა პრაქტიკულად არ არსებობს.
ბინა იდეალურია როგორც მრავალშვილიანი ან დიდი ოჯახისთვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს ფართო, ნათელი და მყუდრო საცხოვრებელი მშვიდ გარემოში.