იყიდება უნიკალური საინვესტიციო მიწის ნაკვეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუაღელეში, ციხისძირთან ახლოს!
თუ ეძებთ ფართო მიწის ნაკვეთს ზღვისპირეთთან, მშვიდ გარემოში და დიდი საინვესტიციო პოტენციალით, ეს შეთავაზება სწორედ თქვენთვისაა!
იყიდება 5354კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დამატებითი უპირატესობაა ის, რომ ნაკვეთის გვერდით მდებარეობს კიდევ 6,016 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ორი საცხოვრებელი სახლი. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია როგორც ცალ-ცალკე, ისე ორივე ნაკვეთის ერთად შეძენა, რაც საერთო ჯამში 11370 კვ.მ ფართობს ქმნის და კიდევ უფრო ზრდის პროექტის განვითარების შესაძლებლობებს.
სოფელ შუაღელეში, ციხისძირთან ახლოს. ტერიტორია გამოირჩევა სუფთა ჰაერით, ულამაზესი ბუნებით, განვითარებადი ინფრასტრუქტურითა და ვილების დასახლებით, რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო პროექტებისთვის.
ნაკვეთი არის ვაკე, თავისუფალი ნაგებობებისგან და იდეალურად გამოდგება ვილების კომპლექსის, აგარაკების, ტურისტული ობიექტის, ფერმის ან სხვა მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად. ტერიტორიამდე მიყვანილია ყველა აუცილებელი კომუნიკაცია – ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი და სხვა ინფრასტრუქტურა.
ასეთი ფართობის მიწის ნაკვეთები ციხისძირთან ახლოს, ამ ლოკაციაზე და ასეთ პირობებში იშვიათად იყიდება. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა მათთვის, ვინც ეძებს უსაფრთხო და პერსპექტიულ ინვესტიციას შავი ზღვის სანაპიროსთან ახლოს.
გაყიდვა სასწრაფოა! დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისა და ნაკვეთის დასათვალიერებლად.