ქირავდება 3 ოთახიანი ფართი თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირთან - მარი ბროსეს ქუჩა
ბინა არის მაღალჭერიანი, გარემონტებული, ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი.
ბინას აქვს ფართე და ნათელი მისაღები ოთახი, მყუდრო საძინებელი, ცალკე სამზარეულო და აბაზანა. ასევე, დამატებითი ოთახი ნახევრადსარდაფში (11 მ2, ფანჯრით), რომელიც შიდა კიბით საძინებელთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ოთახი შესაძლოა გამოყენებულ იქნას დამატებით საძინებლად, ან სამუშაო ოთახად.
ბინა არის საფეხმავლო მანძილზე ძველი თბილისის ყველა ღირშესანიშნაობიდან (პარლამენტი, ოპერა, მშრალ ხიდი, დედაენის და ორბელიანის სკვერები, პრეზიდენტის სასახლე და აშ).
ბინა პირდაპირ გამოდის ბროსეს ქუჩაზე, რაც მას იდეალურს ხდის კომერციული საქმიანობისთვის (მაღაზია, ოფისი, სამედიცინო კერძო პრაქტიკა და აშ).