Продается 5 комнатная частный дом в диди дигоми

Продается 5 комнатная частный дом в диди дигоми

73ID: 25602056
სამაჩაბლოს ქ. 3
2,489,950
1 м² - 8137
Оч.высокая цена
306 м²
Площадь
5
Комната
4
Спальня
2
этаж

Краткое описание

დიღომში, ამერიკულ სოფელში მდებარე უძრავი ქონება განთავსებულია 1,524 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთზე და მოიცავს 306 კვ.მ ფართობის კერძო საცხოვრებელ სახლს, 120 კვ.მ კალათბურთის მოედანს, ეზოს ფანჩატურს და 4x9 მეტრიან საცურაო აუზს.

1998 წელს აშენებული, ავთენტური აგურის ორსართულიანი შენობა რეკონსტრუირებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შენარჩუნებულია შენობის არქიტექტურული ხასიათი, განახლებულია ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი შეცვლილია კარ-ფანჯრები ენერგოეფექტური სისტემებით და დამონტაჟებულია თანამედროვე გათბობა-გაგრილების სისტემა.

სახლის შიდა სივრცე კომფორტულად არის დაგეგმარებული:

პირველ სართულზე განთავსებულია ნათელი და ფართო მისაღები ბუხრით, სამზარეულო სასადილო ზონით, დამხმარე ოთახი მომსახურე პერსონალისთვის, საგარდერობო სივრცე, სველი წერტილი, სათავსო, საშხაპე აბაზანა და სამრეცხაო.

მეორე სართულზე განთავსებულია კაბინეტი, 3 საძინებელი და 2 სველი წერტილი. მთავარი საძინებელი გამოირჩევა ხედით საცურაო აუზსა და გამწვანებულ ეზოზე. ერთ-ერთ საძინებელს აქვს საკუთარი გარდერობი და ინდივიდუალური აბაზანა, ხოლო მესამე საბავშვო საძინებელი განთავსებულია სახლის განცალკევებულ ფლიგელში. მეორე სართულზე არის დიდი და ლამაზი აივანი.

ინტერიერში გამოყენებულია ბუნებრივი მასალები ხის იატაკი, თბილი ტონალობები და მინიმალისტური, თანამედროვე ავეჯი. ღია ხის თაროები და სამუშაო ზონა პრაქტიკულად და გემოვნებით არის მოწყობილი.

ეზო გამწვანებული და კეთილმოწყობილია. მორგებულია დასვენებასა და გართობაზე. ხის დეკინგით გაფორმებული აუზის ზონა აღჭურვილია შეზლონგებითა და ქოლგებით ქმნის რეზორტის ტიპის გარემოს.

გამწვანებული პერიმეტრი და აუზის (4x9 მ) ზომა იდეალურია როგორც ყოველდღიური განტვირთვისთვის, ასევე სტუმრების მისაღებად.

ტერიტორიაზე დამატებით განთავსებულია 120 კვ.მ კალათბურთის მოედანი და 2 ავტომანქანის სადგომი.

უძრავი ქონების მთავარი უპირატესობა მისი მდებარეობაა. სახლი განთავსებულია მშვიდ, უსაფრთხო და პრესტიჟულ უბანში, ამერიკულ სოფელში. სახლი მდებარეობს QSI საერთაშორისო სკოლიდან 300 მეტრში, რაც ძალიან ხელსაყრელია დიდი ოჯახებისთვის.

Дополнительные параметры

статус
Новостройка
состояние
С новым ремонтом
Тип проекта
Нестандартный
Ванные комнаты
3+
Балкон
4/20 м²
მარიკა
Агент
Посмотреть все (13)
მარიკა
Агент

Если информация в объявлении указана неверно, пожалуйтесь

Шкала стоимости

Позиция на шкале стоимости определяется на основе цены аналогичной недвижимости на сайте

2,489,950 ₾

Лучшая цена

Хорошая цена

Средняя цена

Высокая цена

Оч.высокая цена