იყიდება! უნიკალური ფართი სოლოლაკში, გიგა ლორთქიფანიძის (ყოფილი ლერმონტოვის) ქუჩაზე.
საცხოვრებელი ფართი შეადგენს 128 კვ.მ+100 კვ.მ გაფორმებული სხვენი.
ფართის უნიკალურობა მდგომარეობს მის განლაგებაში. კერძოდ, ფართი არ არის იტალიური ეზოს ნაწილი, შესასვლელი აქვს ქუჩიდან. შენობა არის მხოლოდ ორ სართულიანი და ფართი განლაგებულია ორივე სართულზე, რაც საკმაოდ იშვიათია ამ უბანში. შენობა არის მყარი და არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. საყრდენი კედლების განლაგება მარტივად იძლევა გეგმარების შეცვლის საშუალებას. ჭერის სიმაღლე არის 3.5 მ. სხვენის სართულიდან იშლება ხედები თბილისის ისტორიულ ნაწილზე.
ფართი ამჟამად გამოიყენება საცხოვრებლად. თუმცა, თანაბრად იდეალურია კომერციული დანიშნულებისათვის.
პირველი სართული არის 25 კვ.მ. და შემოსასვლელი აქვს პირდაპირ ქუჩიდან, არ არის იტალიური ეზო! პირველ სართულზე განთავსებულია ფართო მისაღები და სათავსო.
მეორე სართულზე განთავსებულია ჰოლი, მისაღები, ორი საძინებელი (აქედან ერთს აქვს საგარდერობე ოთახი) სამზარეულო, ერთმანეთისგან გამოყოფილი აბაზანა და ტუალეტი. ასევე აივანი, რომელიც გადის ქუჩის მხარეს.
მესამე სართული არის სხვენი და ამჟამად არ არის დაკავშირებული ძირითად საცხოვრებელ ფართთან. თუმცა, ადვილად შესაძლებელია დაშენების ნებართვის მოპოვება ან თუნდაც ვერანდის მოწყობა.
For Sale! Unique Space in Sololaki, on Giga Lortkipanidze (formerly Lermontov) Street.
The living area is 128 sq.m. + a registered 100 sq.m. attic.
The uniqueness of this space lies in its layout. Specifically, it is not part of an Italian courtyard; it has an entrance directly from the street. The building is only two stories high, and the space spans both floors, which is quite rare for this neighborhood. The building is solid and is not designated as a cultural heritage site. The load-bearing walls are arranged in a way that easily allows for floor plan modifications. The ceiling height is 3.5 meters. The attic level offers views over the historic part of Tbilisi.
The space is currently used for residential purposes. However, it is equally ideal for commercial use.
First floor: 25 sq.m. with a direct entrance from the street (not an Italian courtyard!). It features a spacious entrance area/reception and a storage room.
Second floor: Features a hallway, living room, two bedrooms (one of which has a walk-in closet), kitchen, separated bathroom and toilet, as well as a balcony facing the street.
Third floor: The attic, which is currently not connected to the main living area. However, obtaining a permit for expansion or setting up a terrace can be easily done.