იყიდება სრულად აღჭურვილი აპარტამენტი Orbi Sea Tower-ში — Orbi-ს პირველი, მაღალი ხარისხის სტანდარტებით აშენებული კოშკი.
აპარტამენტი არის ახალი რემონტით, სრულად მოწყობილი ავეჯითა და ტექნიკით და მზად არის როგორც საცხოვრებლად, ასევე დაუყოვნებლივ გასაქირავებლად დამატებითი ხარჯების გარეშე.
კომპლექსის მთავარი უპირატესობებია 2.8-მეტრიანი ჭერის სიმაღლე, მაღალი ხარისხის ხმის იზოლაცია, მხოლოდ 19 აპარტამენტი თითოეულ სართულზე და სულ 22 სართული, რაც უზრუნველყოფს მშვიდ და კომფორტულ გარემოს, ლიფტებთან რიგების გარეშე.
აპარტამენტიდან იშლება ულამაზესი, მუდმივად შეუფერხებელი პანორამული ხედი ზღვაზე, რომელიც მომავალშიც არ გადაიფარება ახალი მშენებლობებით.
იდეალური არჩევანია როგორც საკუთარი საცხოვრებლისთვის, ასევე საიმედო და მომგებიანი ინვესტიციისთვის.