ქირავდება ახალგარემონტებული, სუფთა და მყუდრო კომერციული ფართი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ და მოთხოვნად უბანში — ვერაზე, ზანდუკელის 4/3-ში.
ფართი იდეალურია ოფისისთვის, სილამაზის სტუდიისთვის, საკონსულტაციო/თერაპიული კაბინეტისთვის, პატარა შოურუმისთვის, დიზაინ-სტუდიისთვის ან სხვა მომსახურების ტიპის საქმიანობისთვის.
ფართი არის ავეჯის გარეშე, რაც მომავალ დამქირავებელს აძლევს საშუალებას მოაწყოს სივრცე საკუთარი საჭიროების მიხედვით.
ფართის აღწერა:
ოფიციალურად რეგისტრირებული ფართი: 45 კვ.მ.
დამატებით გამოყენებადი ქვედა ოთახი: დაახლოებით 14 კვ.მ.
გარე/ჩაღრმავებული ტერასა: დაახლოებით 13 კვ.მ.
სველი წერტილი / აბაზანა
კორიდორი, სადაც შესაძლებელია მცირე სამზარეულო ზონის მოწყობა
გათბობა, კონდიცირება, განათება
ცალკე შესასვლელი ეზოდან
დამატებით შესაძლებელია ეზოში არსებული მშრალი საწყობის ქირაობა — დაახლოებით 18 კვ.მ., რომელიც გამოდგება ინვენტარის, მასალების ან პროდუქციის შესანახად.
უპირატესობები:
ცენტრალური ლოკაცია — ვერა / მთაწმინდა
ახალი რემონტი
მშვიდი ეზოს სივრცე
კომფორტული და ფუნქციური განლაგება
შესაფერისია სხვადასხვა კომერციული საქმიანობისთვის
დამატებითი სასაწყობე ფართის შესაძლებლობა
ფასი:
ძირითადი ფართი: 950 აშშ დოლარის ექვივალენტი თვეში (ხელზე ასაღები თანხა)
საწყობი სურვილის შემთხვევაში: +200 აშშ დოლარი თვეში (ხელზე ასაღები თანხა)ნაკლების ნახვა